ხშირად დასმული კითხვები

როგორ უნდა დავიცვათ თავი სქესობრივი კონტაქტით დაინფიცირებისგან?

როგორც აივის/შიდსის, ისე  სქესობრივი გზით სხვა  დაავადების გადაცემისგან დაგიცავთ პრეზერვატივის გამოყენება სქესობრივი კავშირის ნებისმიერი ფორმის დროს. პრეზერვატივი აუცილებლად უნდა იყოს ახალი. ასევე მნიშვნელოვანია, თავი დაიცვათ შემთხვევითი სქესობრივი კავშირებისგან. თუკი გაგიჩნდებათ ეჭვი შესაძლებლო დაინფიცირებაზე, დაუცველი კონტაქტიდან 3 თვის შემდეგ რეკომენდირებულია, ჩაიტაროთ  გამოკვლევა.

რა არის რეპროდუქციული ჯანმრთელობა?

რეპროდუქციული ჯანმრთელობა ადამიანის ჯანმრთელობის კომპონენტია, რომელიც ფოკუსირებულია რეპროდუქციულ სისტემასა და მის ფუნქციონირებაზე. სქესობრივი ჯანმრთელობა კი არის საკუთარი სექსუალური კეთილდღეობის ინდივიდუალური აღქმა ადამიანის მიერ.

რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე მხოლოდ ქალებმა უნდა იზრუნონ?

რეპროდუქციული და სქესობრივი ჯანმრთელობა თანაბრად არის როგორც მამაკაცების, ასევე ქალების საზრუნავი მთელი ცხოვრების მანძილზე, თუმცა სქესი და გენდერი მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რადგან ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან სქესობრივი და გენდერული მახასიათებლებით.

რა არის პუბერტატული ( გარდატეხის) პერიოდი?

ეს არის სქესობრივი მომწიფების ასაკი. მომწიფების ასაკში (იგივე პუბერტატულ ასაკში) ხდება ორგანიზმის ფიზიოლოგიური გადაწყობა, რაც გამოვლინდება ფიზიკური და ქიმიური ცვლილებებით, რომლებიც იუწყებიან ბიოლოგიური სიმწიფის შესახებ. ბიჭებში სქესობრივი მომწიფების პროცესში შესამჩნევად იცვლება ტანადობა - მცირდება ცხიმის რაოდენობა მუცლისა და თეძოების მიდამოში, ფართოვდება ბეჭები, ქვეითდება ხმის ტემბრი, ჩნდება თმიანობა სახესა და სხეულზე. სპერმატოგენეზი (სპერმატოზოიდების წარმოქმნა) ბიჭებში შედარებით უფრო გვიან იწყება, ვიდრე გოგონებში მენსტრუაცია.

რა სიმპტომები ახასიათებს მამაკაცებში სგგი-ს?
  • გამონადენი სასქესო ასოდან
  • წყლულები, ბებერები ან წანაზარდები, სასქესო ორგანოების, სწორი ნაწლავის ან პირის მახლობლად
  • წვა და ტკივილი შარდვის ან დეფეკაციის დროს
  • სასქესო ორგანოების ქავილი
  • გახშირებული შარდვა
  • სურდო, შემცივნებით, სიცხით და ტკივილით
  • შეშუპებული საზარდულის მიდამო.
ახდენს თუ არა ზეგავლენას მამაკაცის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე ალკოჰოლი, თამბაქო და ნარკოტიკები?

დიახ, მამაკაცის რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს თამბაქოს, ალკოჰოლის და ნარკოტიკების მოხმარება.

როგორ ხდება განაყოფიერება?

სქესობრივი კავშირის დროს ქალის საშოში ხვდება ეაკულატი-სპერმალური სითხე, რომელშიც დიდი რაოდენობითაა მამაკაცის სასქესო უჯრედები-სპერმატოზოიდები. იმის გამო, რომ სპერმატოზოიდებს გააჩნიათ წინსვლითი მოძრაობის უნარი, ისინი ქალის საშვილოსნოს ყელის გავლით გადაადგილდებიან შიგნით საშვილოსნოში და შემდეგ საშვილოსნოს მილში, სადაც კვერცხუჯრედის არსებობის შემთხვევაში (თუ მოხდა ოვულაცია) ხდება მასთან შერწყმა, რაც დასაბამს აძლევს ახალ სიცოცხლეს. ამ პროცესს განაყოფიერება ეწოდება.

რა არის კონტრაფცეფცია?

კონტრაცეფცია ხელს უშლის არასასურველ ორსულობას

იწვევს თუ არა ჰორმონული აბები გართულებებს?

კონტრაცეფციის ერთ-ერთ ეფექტურ საშუალებად ჰორმონული აბები მიიჩნევა. თანამედროვე აბები ჰორმონის მინიმალურ დოზებს შეიცავს, თუმცა საკმარისს იმისათვის, რომ არ მოხდეს ოვულაცია და შესაბამისად, ქალის კვერცხუჯრედის განაყოფიერება.

რომელი მეთოდია კონტრაცეფციის ყველაზე ეფექტური საშუალება?

კონდომი, კონდომი გვიცავს არასასურველი ორსულოგისგან სგგი-სგან

რა არის აბორტი?

აბორტი - ეს არის ორსულობის შეწყვეტა 22 კვირის ვადამდე. აბორტი შეიძლება იყოს თვითნებური და ხელოვნური.

ხელოვნური აბორტი ორსულობის ხელოვნური შეწყვეტაა ქირურგიული ჩარევის, ან მედიკამენტური გზით. ამ დროს ხდება ჩანასახის მექანიკური მოცილება საშვილოსნოს კედლიდან. ხელოვნური აბორტის პროცედურა 12 კვირის ვადამდე შეიძლება განხორციელდეს ქალის ნებაყოფლობითი სურვილით, ხოლო 12 კვირიდან  22 კვირის ვადაზე აბორტის პროცედურის ჩატარება დაშვებულია მხოლოდ სამედიცინო ჩვენებების არსებობისას, თუ დედის ან ნაყოფის ჯანმრთელობას ექმნება საფრთხე.

რა არის სგგი?

სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები (სგგი) - ეს არის სხვადასხვა სახის ინფექცია, რომელთა გადაცემა ხდება სქესობრივი კონტაქტების დროს

 

შესაძლებელია თუ არა სგგი-სგან განკურნება?

სგგი-ს დიდი ნაწილი ინკურნება, თუმცა არსებობს განუკურნებადი მაგრამ მართვადი სგგი, როგორიცაა აივ/შიდსი, ჰერპესი და ასე შემდეგ.

რა სახის კონდომი არსებობს?

არსებობს ქალის და მამაკაცის კონდომი

რა განსხვავებაა აივ-სა და შიდსს შორის?
აივი არის ვირუსი, რომელიც აზიანებს იმუნურ სისტემას, ხოლო შიდსი – ჯანმრთელობის პრობლემებისა და დაავადებების კომპლექსია, რომლებიც დაქვეითებული იმუნიტეტის ფონზე აღმოცენდება.
რამდენ ხანს ძლებს აივი გარემოში, ადამიანის ორგანიზმის გარეშე?

გაყინული სისხლსა და სპერმაში აივი ინარჩუნებს აქტივობას წლების განმავლობაში; ხოლო გამომშრალ სისხლში რამდენიმე კვირის განმავლობაში ცოცხლობს. სწორედ ამიტომ აივ-მა შეიძლება საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იცოცხლოს ნახმარ შპრიცში ჩარჩენილ სისხლში. B და C ჰეპატიტის ვირუსები კიდევ უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში ინარჩუნებენ აქტივობას.

ანადგურებს თუ არა აივ-ს მაღალი ტემპერატურა?

100 გრადუსზე უფრო მაღალ თემპერატურაზე ეს ვირუსი ერთ წუთში კვდება. 56 გრადუს ტემპერატურაზე ვირუსი ნახევარ საათში იღუპება. თუმცა, ადამიანის ორგანიზმის ტემპერატურა 35-42 გრადუსის ფარგლებში მერყეობს; ამიტომ, დაავადებული ადამიანის ორგანიზმში არსებულ ვირუსს ვერ მოსპობს ვერანაირი ცხელი აბაზანა.

შესაძლებელია თუ არა აივ-ის გადაცემა ტატუირების დროს?

ტატუს გაკეთება, ყურების გახვრეტა, პირსინგი და სხვა მსგავსი პროცედურები საფრთხის შემცველია, თუკი გასტერილებული ინსტუმენტებით არ კეთდება.

შესაძლებელია თუ არა, აივ-ით ინფიცირებული ადამიანის საპარსის გამოყენების შედეგად დავინფიცირდე ?

საპარსის გამოყენებით დაინფიცირების შანსი მცირეა, თუმცა მაინც არსებობს. რეკომენდირებულია საპარსის გამოყენებიდან 3 თვეში ლაბორატორიული გამოკვლევის ჩატარება

შესაძლებელია თუ არა შიდსის გადაცემა ორალური სექსით?

ინფექციის  გადაცემა შესაძლებელია დაუცველი სქესობრივი კონტაქტის ნებისმიერი ფორმით

შესაძლებელია თუ არა დაინფიცირებული ადამიანის პრეზერვატივზე ხელის შეხებით შიდსის გადაცემა?

ამ გზით შიდსის ვირუსით დაინფიცირებას ადგილი არ აქვს. აივი/შიდსი გადადის დაუცველი სქესობრივი კონტაქტით, ინფიცირებულ სისხლთან კონტაქტითა და ინფიცირებული დედისგან შვილზე მშობიარობის ან ძუძუთი კვების შედეგად.

შესაძლებელია თუ არა აივ-ით დაინფიცირება ეპილაციის დროს?

არასტერირული ინსტუმენტების გამოყენება ვირუსის გადაცემის გავრცელებული გზაა, თუმცა ამ შემთხვევაში დაინფიცირების შანსი ძალიან მცირეა.

აივი მუტაციას განიცდის - რას ნიშნავს ეს?

აივ-მა, სხვა ვირუსების მსგავსად, შეიძლება შეიცვალოს თავისი ზოგიერთი თვისება. ვირუსის თვისებების შეცვლას მუტაცია ეწოდება. მაგალითად, დროთა განმავლობაში ჩნდება ვირუსები, რომლებსაც გარკვეული პრეპარატების მიმართ რეზისტენტობა (მდგრადობა) გააჩნია.

იძლევა თუ არა პრეზერვატივი უსაფრთხოების 100%-იან გარანტიას?

პრეზერვატივი მნიშვნელოვნად ამცირებს ინფიცირების რისკს, მაგრამ, სამწუხაროდ, უსაფრთხოების 100-იან გარანტიას არ იძლევა. საქმე იმაში, რომ ყველაზე ხარისხიანი პრეზერვატივიც კი შეიძლება გაიხეს. პრეზერვატივის დაზიანების რისკის შესამცირებლად: არ უნდა ვიხმაროთ ვადაგასული პრეზერვატივი; გახსნის წინ უნდა შევამოწმოთ, ხომ არ არის დარღვეული შეფუთვის მთლიანობა; არ უნდა გავხსნათ შეფუთვა ბასრი საგნით; გამოყენებული პრეზერვატივი მეორედ არ გამოვიყენოთ.

როგორ მოქმედებს ჩასახვის საწინააღდეგო აბები და მალამოები, იცავენ თუ არა აივ-ინფიცირებისაგან?

ჩასახვის საწინააღმდეგო აბები მოქმედებს მხოლოდ კვერცხუჯრედის წარმოქმნის პროცესზე და ამიტომ ვერავის დაიცავენ აივ ინფექციისა და სხვა სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებისგან. ზოგიერთი ჩასახვის საწინააღდეგო მალამო უმნიშვნელოდ ამცირებს ინფიცირების რისკს, მაგრამ ზოგიერთი მალამოს ხშირმა ხმარებამ შეიძლება წყლულების გაჩენას შეუწყოს ხელი; ხოლო წყლული აივ-ის ორგანიზმში შეღწევას აადვილებს. 

გადადის თუ არა აივი მწერების კბენით?

არა, მწერებს არ გადააქვთ აივ ინფექცია. კვლევებით დადასტურებულია, რომ აივ ვერ ცოცხლობს და ვერ მრავლდება მწერების ორგანიზმში. ამას გარდა, სისხლის მწოველი მწერები გადაამუშავებენ სისხლს, როგორც საკვებს და შემდეგი ადამიანის კბენისას არ უშხაპუნებენ მას იმ სისხლს, რომელიც ამოწოვეს მანამდე.

რას ნიშნავს აივ-ზე ტესტირების დადებითი (პოზიტიური) პასუხი?

თუ აივ-ზე ტესტირების შედეგი დადებითია, ეს ნიშნავს:

  • ადამიანს სისხლში აქვს აივ ანტისხეულები
  • ადამიანს აქვს აივ ინფექცია
  • არ ნიშნავს იმას, რომ მას აუცილებლად ექნება შიდსი
რას ნიშნავს აივ-ზე ტესტირების უარყოფითი (ნეგატიური) პასუხი?

თუ აივ-ზე ტესტირების შედეგი დადებითია, ეს ნიშნავს:

  • აივ ანტისხეულები სისხლში აღმოჩენილი არ არის
  • თუ ადამიანს ბოლო 3 თვის განმავლობაში სარისკო ქცევა არ ჰქონია, მას არ აქვს აივ ინფექცია
  • თუ სარისკო ქცევა ჰქონდა სამ თვეზე ნაკლები ხნის განმავლობაში, მან მოგვიანებით განმეორებით უნდა ჩაიტაროს გამოკვლევა
რა უპირატესობა აქვს საკუთარი აივ სტატუსის ცოდნას? 

თუკი ტესტირების შედეგი უარყოფითი აღმოჩნდა, თქვენ შვებით ამოისუნთქავთ; მაგრამ, ამავე დროს, ტესტირება საშუალებას მოგცემთ, შეაფასოთ თქვენი ცხოვრების წესი და რისკები, გაიგოთ უფრო მეტი ვირუსზე და გახადოთ საკუთარი ქცევა უფრო უსაფრთხო, რათა მომავალში მაქსიმალურად შეამციროთ ინფიცირების რისკი.

თუკი პასუხი დადებითი აღმოჩნდა, საკუთარი სტატუსის ცოდნა დაგეხმარებათ, გაუფრთხილდეთ ირგვლივმყოფებს და არ გადასცეთ ვირუსი სხვებს; ამას გარდა, ადრეული დიაგნოსტიკა და დროული მკურნალობა საშუალებას მოგცემთ, ათეულობით წლების განმავლობაში შეინარჩუნოთ ჯანმრთელობა.

სად შეიძლება აივ-ზე ტესტირების ჩატარება?

საქართველოში აივ-ზე ტესტირების ჩატარება შესაძლებელია შიდსის ცენტრსა და შიდსის ლაბორატორიებში,  საავადმყოფოებში, რეპროდუქციული ჯანმრთელობის კლინიკებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში. გადადით აივ ტესტირების სერვისების ლოკატორზე და იპოვეთ ადგილი, სადაც თქვენთვის უფრო მოსახერხებელი იქნება მისვლა.

შესაძლებელია თუ არა, რომ აივ-პოზიტიურმა დედამ ჯანმრთელი შვილი გააჩინოს?

ზოგადად, ორსულობის დროს ნაყოფზე ვირუსის გადაცემის საშუალო რისკი 30%-ის ტოლია. თანამედროვე მიდგომა გულისხმობს აივ-პოზიტიური ორსული ქალებისათვის ანტირეტროვორუსული მკურნალობის ჩატარებას, ბავშვის საკეისრო კვეთის მეშვეობით ამოყვანას და ხელოვნურ კვებაზე გადაყვანას. ასეთ შემთხვევაში, ბავშვის ინფიცირების რისკი 1-5%-მდე მცირდება და, უმრავლეს შემთხვევებში, ჯანრთელი ბავშვები იბადება.

როგორ შევამციროთ აივ ინფიცირების რისკი?

თავშეკავება აივ ინფექციისაგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებაა - თავშეკავება სქესობრივი ურთიერთობებისაგან, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარებისაგან. ნარკოტიკის ინექციური გზით მოხმარება საქართველოში აივ-ინფექციის გავრცელების ერთ-ერთი წამყვანი გზაა. ამას გარდა, ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მოხმარება სახიფათოა იმიტომ, რომ ადამიანს ავიწყებს სიფრთხილეს და ზრდის დაუცველი სქესობრივი კავშირების დამყარების ალბათობას.

თუ ვერ ახერხებთ თავშეკავებას, მაშინ:

  1. შეამცირეთ სქესობრივი პარტნიორების რაოდენობა - გყავდეთ ერთი, ერთგული პარტნიორი
  2. გამოიყენეთ პრეზერვატივი სწორად და ყოველთვის
  3. არასოდეს გამოიყენოთ სხვისი ნახმარი ნემსი/შპრიცი, არასტერილური ინსტრუმენტები ტატუს ან პირსინგის გასაკეთებლად.