კალენდარი გოგონებისთვის

მენსტრუალური ციკლი გამოიანგარიშება პერიოდის
დაწყების პირველი დღიდან, შემდეგი პერიოდის დაწყების პირველ დღემდე. უსაფრთხო
დღეებია დაწყების პირველიდან მეშვიდე დღემდე და ასევე ოცდამეერთე დღიდან
ციკლის ბოლომდე, ეს ის პერიოდია, როდესაც ფერტილობა ნაკლებია და დაორსულების
შანსი ძალიან მცირეა, ხოლო ყველაზე საშიშია მეთოთხმეტე დღე. თუმცა ეს
ალგორითმი ყველასათვის ერთნაირად არ იმუშავებს, ზუსტად იმუშავებს მხოლოდ იმ
შემთხვევაში როდესაც საშუალო ციკლის ხანგრძლივობა 28 დღეა, ან მცირედით
ნაკლები, ხოლო თუ 28 დღეზე მეტია, კალკულატორი არ არის იმდენად საიმედო.
კალკულატორი არ იქნება საიმედო თუ საშუალო ციკლის ხანგრძლივობა ქალისთვის 26
დღეზე ნაკლები ან 32 დღეზე მეტია. ასევე კალკულატორის გამოყენება
შესაძლებელია ბავშვის გაჩენიდან (თუ მომხმარებელი ორსულად იყო) 6
მენსტრუალური ციკლის შემდგომ, როდესაც ცნობილია ციკლის საშუალო ხანგრძლივობა.
ასევე არაა რეკომენდირებული თინეიჯერებისთვის ამ მეთოდზე დაყრდნობა.