აპლიკაცია Intimate

ეს აპლიკაცია გაძლევთ საშუალებას, თქვენი მობილური ტელეფონის მეშვეობით სწრაფად და მარტივად მიიღოთ ინფორმაცია აივ ინფექცია/შიდსის, რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების, სქესობრივი გზით გადამდები ინფექციების, სტიგმისა და დისკრიმინაციის, ხელმისაწვდომი სერვისების შესახებ; გადაამოწმოთ თქვენი ცოდნა ქვიზების მეშვეობით; შეაფასოთ თქვენი რისკები აივ ინფიცირების თვალსაზრისით. აპლიკაცია შეიქმნა საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ დაფინანსებული პროექტის „ინვესტირება ახალგაზრდების სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ხელშეწყობასა და აივ პრევენციაში“ ფარგლებში, საზოგადოებრივი გაერთიანება ბემონის მიერ. ბემონი მადლობას უხდის  ახალგაზრდების განვითარებისა და განათლების ასოციაციას აპლიკაციის შექმნაში შეტანილი წვლილისთვის.   
IntiMate